შრომის უსაფრთოხებისათვის: რას მოითხოვენ საქართველოს პროფკავშირები

Sputnik

"დაიცავით მუშების სიცოცხლე", "აქციეთ შრომა უსაფრთხოდ", "მე ვარ მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა" — ასეთი ლოზუნგებით გაიმართა თბილისში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების აქცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, რას მოითხოვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

საქართველოს პროფკავშირები მოითხოვენ მუშებისთვის მშენებლობებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შესაბამისი ნორმების დამცველი სახელმწიფო კომისიის ამოქმედებას.

1 / 12
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ შრომის უსაფრთხოების შესახებ მიიღონ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაწერილი კანონი და არა მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი
2 / 12
შრომის უსაფრთოების შესახებ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას
3 / 12
თუმცა პროფკავშირები არ ეთანხმებიან მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონს. მათ არ მოსწონთ, რომ კონტროლის გამკაცრება შეეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, სადაც რისკის დონე მაღალია და შრომის პირობები განსაკუთრებით რთული
4 / 12
როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, ეს გაუმართლებელი შეზღუდვა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაციაა
5 / 12
ასევე კრიტიკა გამოიწვია იმანაც, რომ კანონი ძირითადად ითვალისწინებს მშენებლობების გეგმიურ შემოწმებებს
6 / 12
არაგეგმიური კონტროლის უფლების მისაღებად საჭირო იქნება სასამართლოსათვის მიმართვა, რასაც დრო ჭირდება - ამასთან დაკავშირებით პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ინსპექტორებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ პრობლემებზე
7 / 12
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროფკავშირების აქცია გამაფრთხილებელი ხასიატისაა და თუ საქართველოს მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება
8 / 12
"ეს აქცია გამაფრთხილებელია, თუმცა, თუ მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და არ შეცვლის კანონმდებლობას, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", - განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა
9 / 12
აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიებისა და მშენებლობების თანამშრომლებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან
10 / 12
აქციაში დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობდა - დასაწყისში მისმა მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი მიტინგი გამართეს პარლამენტის შენობასთან
11 / 12
2007-2016 წლებში სამშენებლო ტრავმებისგან საქართველოში 416 ადამიანი დაიღუპა
12 / 12
ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს