თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რუსთავში, რუსთაველის გამზირზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა, საავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
რამდენიმე საათის წინ რუსთავში, რუსთაველის გამზირის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. მათთან ერთად ადგილზე გამნაღმველებიც იმყოფებოდნენ. ისინი შემთხვევის ადგილზე უწყებაში სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდნენ.
შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ნაპოვნი ნივთი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სამართალდამცავებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, დამზადებას, გადაზიდვას ან გასაღებას გულისხმობს.