აქცია პარლამენტის წინ - მონაწილეები ცხოველების დაცვას ითხოვენ

აქციის მონაწილეებმა ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე კანონის გამკაცრებას მოითხოვეს.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ცხოველთა უფლებადამცველებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

აქციის მონაწილეებმა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ კანონის გამკაცრება მოითხოვეს. ისინი პარლამნტთან ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მივიდნენ.

სადისტური ფაქტი თბილისში – ლოტკინზე ლეკვი აჩეხეს

ცხოველთა უფლებადამცველები ასევე რამდენიმე დღის წინ ლოტკინზე ლეკვის დანაწევრების ფაქტსაც გამოეხმაურნენ და დამნაშავის დასჯა მოითხოვეს.

დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელში სწორედ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლოტკინზე ზემოაღნიშნული ფაქტი მოხდა, როდესაც რიგითმა მოქალაქეებმა დანაწევრებული ლეკვი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლოტკინის დასახლებაში ლეკვის დანაწევრების ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ერთი თვის წინ რუსთავში დაფიქსირდა, მოძალადე 500 ლარით დაჯარიმდა.