საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს გადის

გასულ კვირას პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეუძლოდაა, რის გამოც მკურნალობის კურსს გადის, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთება აქვს, რომელიც გასულ კვირას გამოუვლინდა.

საქართველოს პატრიარქი მკურნალობის კურსს გადის

„გაციებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, სახის სამწვერა ნერვის ანთება განვითარდა, რამაც სახეზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. მკურნალობა სახლის პირობებში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. მანამდე პატრიარქს კვირის დასაწყისში თოდუასა და ჩაფიძის კლინიკებში სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა, რათა სხვა რაიმე მიზეზი გამორიცხულიყო. ანალიზების შედეგები ძალიან კარგია“, — განაცხადა პატრიარქის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ.

პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო ადგილობრივად ფიზიოპროცედურები უტარდება.

შარტავას განხადებით, ფიზიოპროცედურების შედეგად მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. სავარაუდოდ, პატრიარქი ხვალ სამებაში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება სრულ განკურნებას.