თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე ტორტის სახლი „რაფაელო" გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1 000 ლარამდე თანხა და კორპორატიული ტელეფონი.
როგორც მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, დამნაშავეებმა მინა ჩაამსხვრიეს და ობიექტი დაცვის სამსახურის მისვლამდე გაქურდეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.