თეთრ სახლზე ოთხჯერ თავდასხმის მცდელობისთვის 35 წლის ამერიკელი ქალი დააკავეს

ჯესიკა ფორდს თეთრ სახლთან მიახლოება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკრძალებოდა
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თეთრი სახლის დამცავ ღობეს ამერიკელი ჯესიკა ფორდი ავტომობილით დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi Washington Post-ზე დაყრდნობით.

თავდასხმა პეკინის სავაჭრო ცენტრში - გარდაცვლილია ქალი და დაჭრილია 12 ადამიანი

თეთრი სახლის ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობის გამო გასულ წელს ჯესიკა ფორდი სამჯერ დააკავეს. ერთხელ მას იმ დროს წაასწრეს, როდესაც ღობეზე გადაძრომას ცდილობდა. ჯესიკა ფორდს თეთრ სახლთან მიახლოება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეკრძალებოდა. ქალს ფსიქიატრიული დახმარებაც ჩაუტარდა.

ჯესიკა ფორდი 35 წლისაა. მას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფორდი დაკავებულია.