მუშებმა თბილისში უსაფრთხო სამუშაო პირობების მოთხოვნით მსვლელობა მოაწყვეს

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუ ის უსაფრთხო სამუშაო პირობების არ უზრუნველყოფს
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა მუშებმა მარშით გაიარეს, ხელში მათ ეკავათ პლაკატები ლოზუნგით „მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ“.

2007–2016 წლებში საქართველოში სამეწარმეო ტრავმით 416 ადამიანი დაიღუპა, ასეთია შს სამინისტროსა და საქართველოს  პროფკავშირების გაერთიანების მონაცემები. პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტია შესული, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს.

Акция профсоюзов Грузии в защиту прав трудящихся

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ დამტკიცდეს არა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კანონი, არამედ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რათა დასაქმებულთა უფლებები იყოს დაცული და ზედამხედველობის ფუნქციები გაფართოვდეს.

„ეს აქცია — გამაფრთხილებელია, მაგრამ, თუ მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და არ შეცვლის კანონმდებლობას, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს“, — განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

Акция профсоюзов Грузии в защиту прав трудящихся

მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს არ ეთანხმებიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ არ მოსონთ ის, რომ კონტროლის გამკაცრება ვრცელდება არა ყველა სამუშაო ადგილზე, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის“, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე სამუშაო ადგილებზე. უფლებადამცვლების თქმით, ეს გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება.

არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე უკმაყოფილონი არიან იმით, რომ კანონპროექტი სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექტორების უპირობო დაშვებას ზღუდავს. მათ გეგმიური კონტროლის განხორციელების უფლება ექმებათ, ხოლო მოულოდნელი კონტროლის განხორციელებისთვის მათ  სასამართლოს უნდა მიმართონ, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას შეამცირებს.