ბრინჯაო დიუსელდორფის გრან-პრიზე ძიუდოში: ქართველებმა სტარტი აიღეს

შაბათს დიუსელდორფში ტატამზე საქართველოს ორი წარმომადგენელი ისაპარეზებს
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა 23 თებერვალს დაწყებულ დიუსელდორფის გრან-პრიზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა დაუთმო მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერს, იაპონელ რიუძიუ ნაგაიამას, რომელიც საბოლოო  ჯამში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი მოიპოვეს

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩხვიმიანის მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ეშლი მაკენზი გახდა, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტთა სიაში მე-15 პოზიციას იკავებს. დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა ქართველმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში დღემდე 22-ე პოზიციას იკავებდა.

შეჯიბრებების მოერე დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ორი ძიუდოისტი წარმოადგენს: თამაზ კირაკოზაშვილი და კობა მჭედლიშვილი, რომლებიც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.

დიუსელდორფის გრან-პრი 25 თებერვალს დასრულდება.