მოსკოვის თეატრი თბილისში ჩეხოვისა და რემარკის ინტერპრეტაციას ჩამოიტანს

თბილისელი მაყურებელი თეატრ „სოვრემენნიკის" საუკეთესო სპექტაკლებს იხილავს.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკის" (Современник) სპექტაკლები 2018 წლის 16-20 მარტს თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართება.

თეატრის დასი აჩვენებს ორ სპექტაკლს: „ალუბლის ბაღი" ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით და „სამი მეგობარი" ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით.

Сцена из спектакля "Вишневый сад" театра "Современник"

„ალუბლის ბაღს" თბილისელები იხილავენ 16 და 17 მარტს, ხოლო „სამ მეგობარს" – 19 და 20 მარტს. სპექტაკლები 19:00 საათზე დაიწყება.

Сцена из спектакля "Три товарища" театра "Современник"

ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროსა (რუსთაველის 2, „გალერია"; ტელეფონი 293 11 06) და ონლაინ.

თეატრი „სოვრემენნიკი" 1956 წელს სსრკ-ის სახალხო არტისტის ოლეგ ეფრემოვის თაოსნობით დაარსდა. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გალინა ვოლჩეკი.

Художественный руководитель театра «Современник», народная артистка СССР, лауреат Государственной премии СССР Галина Волчек

თეატრისთვის ეს საქართველოში მესამე გასტროლია. ადრე დასი თბილისს 1962 და 1987 წლებში ეწვია.