დიდუბეში მატრასების საწყობი იწვის

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დასაწყობებულ მატრასებს უკიდია.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი —Sputnik. დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერისთავის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კიროვის ქარხანაში გაჩნდა — ცეცხლი დასაწყობებულ მატრასებს უკიდია.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მასშტაბზეა გავრცელებული ცეცხლი, ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

შემთხვევის ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.