ბასილაშვილის მორიგი წაგება АТР-ს ტურნირზე

ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში პოზიციებს კარგავს.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (77) დელრეი-ბიჩში (ფლორიდა, აშშ) სერია АТР 250-ის ტურნირის პირველივე რაუნდში ამერიკელ სტივ ჯონსონთან (51) დამარცხდა.

ბასილაშვილი ნიუ-იორკში АТР-ს ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა

მატჩი ერთი საათი და 10 წუთი გაგრძელდა და ორ სეტში ჯონსონის გამარჯვებით დასრულდა — 6:3, 6:4.

ამერიკელმა ბასილაშვილს თამაშის ყველა კომპონენტში სძლია. მან მატჩში სამი ბრეიკი გააკეთა, მაშინ, როცა ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ამერიკელის ჩაწოდების აღება.

მიმდინარე წლის განმავლობაში ბასილაშვილისთვის ეს ზედიზედ მეხუთე დამარცხებაა. მას შემდეგ, რაც ქართველი ჩოგბურთელი თებერვალში ნიუ-იორკში გამართულ ტურნირზე დამარცხდა, მან АТР-ს რეიტინგში 61-ე ადგილიდან 77-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

სავარაუდოდ, ფლორიდაში განცდილი წარუმატებლობა ბასილაშვილს მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების რეიტინგში კიდევ უფრო დაბალ პოზიციებზე ჩამოსწევს. ეს ცნობილი ორშაბათს, 26 თებერვალს გახდება, როცა АТР-ს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება.