კალაძის ოთხფეხა „ასისტენტი“ სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა

თავშესაფრიდან თბილისის მერიაში ახლახან მოხვედრილი ლეკვი უკვე თავის პატრონზე - კახა კალაძეზე პოპულარულია
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ლეკვი, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური თავშესაფრიდან წამოიყვანა, დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებოდა.

კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარი 13 თებერვალს მოინახულა. მან ერთ-ერთი ლეკვი წამოიყვანა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ახალი მეგობარი, რომელსაც ტიფანი დაარქვეს, მერიაში დაბინავდება.

ცნობილია, რომ კალაძე ძაღლების მოყვარულია. მის აგარაკზე რამდენიმე ჯიშიანი ძაღლი ცხოვრობს, მათ შორის ჰასკი, ვეიმარანერი და სიბა-ინუ.