„აფბა“: საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროებს

აფბა მოუწოდებს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გამოაქვეყნოს ჩინური კომპანიის მიერ შეცვლილი პროექტები და წარმოადგინოს ცვლილებების ექსპერტული და ფინანსური დასაბუთება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.
Sputnik

„ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე საგზაო დეპარტამენტის მხრიდან მოწოდებულ დოკუმენტაციაში ნათლად ჩანს, რომ ახალი პროექტით გზების მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარით ნაკლები ჯდება, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან დღემდე ყველა ოფიციალურ წყაროში არსად არის ნახსენები თანხების დაზოგვის შესახებ“, — აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებს. პროექტის ღირებულება 254 მლნ ლარია.