ავსტრიაში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქრო მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირზე ძირითადი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა European Judo Open-ის ტურნირზე, რომელიც ობერვარტში (ავსტრია) გაიმართა, ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი მოიპოვეს

საინტერესოა, რომ ოთხივე ჯილდო ქართველმა სპორტსმენებმა ორ მძიმე წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ონისე სანებლიძე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გახდა გამარჯვებული, ონისე ბუღაძემ კი ტურნირი +100 კგ წონით კატეგორიაში მოიგო.

გარდა ამისა, დავით ოზბეთელაშილმა (-100 კგ) ბრინჯაო მოიპოვა, გიორგი ქავთარაძემ (+100 კგ) კი მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის საერთო გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელსაც აქტივში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერებს, ისინი დიუსელდორფის გრან-პრისთვის ემზადებიან, რომელიც 23-25 თებერვალს გაიმართება.