თბილისში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცს დაზიანება გულ-მკერდის არეში მინის ნატეხით აქვს მიყენებული.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. თბილისში, მუხიანის აგარაკებზე დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცს გულ-მკერდის არეში მინის ნატეხით მიყენებული დაზიანება აქვს. ის, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება დაიწყო სსკ-ის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.