თბილისში ახალი საწყლოსნო კომპლექსი გაიხსნა

ახალი კომპლექსი 3-დან 13 წლამდე ბავშვებს უმასპინძლებს
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ახალი საწყლოსნო კომპლექსი ორ საცურაო აუზს და სპორტულ დარბაზს აერთიანებს, ნათქვამია საქართველოს სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძე: ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა „ჰარი-ჰარალეზე"

ახალ კომპლექსში, რომელიც მართვაში წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის" აკადემიას გადაეცა, წყალბურთსა და ცურვას საერთაშორისო სტანდარტებით 3-დან 13 წლამდე ბავშვები შეისწავლიან.

ბავშვებისთვის პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობდნენ  უცხოელი სპეციალისტები და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის წარმომადგენლები. აგრეთვე, პროგრამის და საწვრთნელი პროცესის განვითარებაში წყალბურთისა და ცურვის საქართველოს ნაკრებების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

კომპლექსის გახსნის ცერემიანიას ესწრებოდა სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები.