ვანში მეწყერი ჩამოწვა

ვანის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას გადაადგილება საშიშ პირობებში უწევს
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ვანის რაიონის სოფლებში — საპრასიასა და რომანეთში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

მეწყრული პროცესები ვანში უამინდობამ გამოიწვია. საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საშიშ პირობებში უწევს. 

ადგილობრივ ხელოსუფლებაში მიიჩნევენ, რომ შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. 

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ვანის მუნიციპალიტეტი დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.