გომბორის უღელტეხილთან აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც ბენზინი გადაჰქონდა

ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გომბორის უღელტეხილთან, სოფელ კობაძეში გზის სავალი ნაწილიდან ბენზინმზიდი გადავიდა და აფეთქდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბენზინმზიდი, რომელიც თელავის მიმართულებით მოძრაობდა, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის საკუთრებაშია.

დაშავებულები არ არიან. ავტომანქანაში მყოფმა მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოხტომა მოასწრო.

ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მომხდარიდან გამომდინარე მოძრაობა შეზღუდულია.

გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.