კულუარული განცხადება: აშშ ევროპაში სამხედროებისა და შეიარაღების რაოდენობას ზრდის

სამხედრო ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებს კულუარებში გაესაუბრა.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას აფართოებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სტოლტენბერგი: საქართველოსთან პარტნიორობა ნატოსთვის მნიშვნელოვანია

„ვაშინგტონი აფართოებს სამხედრო ყოფნას ევროპაში, ზრდის რა იქ სამხედროებისა და შეიარაღების რაოდენობას და ასევე ფინანსების მოცულობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან კულუარული საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის ჩართულობა ალიანსის საქმეებში ძალიან მაღალია, და რომ შეერთებული შტატები კვლავაც რჩება ნატოს მხარდამჭერად არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.