თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში საქართველომდე მანძილის აღმნიშვნელი უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.
საგზაო ნიშნებზე ასევე გამოსახულია ქართული ტრადიციული სამზარეულოს სიამაყე — აჭარული ხაჭაპური და საქართველოსთვის სიყვარულის ახსნა.
აქცია უკავშირდება ქართული კულტურის პირველ ფესტივალს ГрузияPLAY, რომელიც სანქტ-პეტერბურგში დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში 17 და 18 თებერვალს ჩატარდება.
ორდღიან ღონისძიებაზე გამოვლენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ანსამბლები — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე ჯგუფი „მგზავრები".
ГрузияPLAY სტუმრებს შესთავაზებს ქართულ თანამედროვე კინოჩვენებებს, მხატვართა გამოფენებს, შემეცნებით თემატურ ლექციებსა და გასტრონომიულ მოგზაურობას საქართველოში.
ფესტივალი იმართება სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით.