საერთაშორისო სიმ-ბარათების აღება იუსტიციის სახლებშიც იქნება შესაძლებელი

„გლობალ სელი“ მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ-ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. დღეიდან იუსტიციის სახლი მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს, ნათქვამია მობილური ოპერატორი „გლობალ სელის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, რომელიც რეალიზებას უწევს მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს ევროპული და ქართული ნომრებით და უფასო ზარებით როუმინგში.

იუსტიციის სახლში უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად „გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათების – „სიმ სტანდარტ +“ –  გაცემის სერვისი დაემატა, სერვისის დანერგვის ინიციატივა იუსტიციის სახლს ეკუთვნის.  

ევროკავშირში ადგილობრივ აბონენტთათვის როუმინგი გაუქმდა

ამიერიდან საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალება ექნება ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და „გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათი.

„გლობალ სელი“ მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ-ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს. მომხმარებელს საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა 15 ლარად შეუძლია საქართველოს 19 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში მდებარე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

„გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ უფასოდ შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 164 ქვეყანაში, ასევე გამოიყენონ მობილური ინტერნეტი 149 ქვეყანაში მოგზაურობისას.