ფიონგჩანგში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოთხილამურე გამოვიდა

პარასკევს ქართველი სპორტსმენი ქალთა შორის სლალომში მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებზე ქართველმა მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა შორის გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა.

Церемония открытия XXII зимних Олимпийских игр

პირველი მცდელობის შემდეგ წიკლაური 51-ე ადგილზე აღმოჩნდა, რომელმაც დისტანცია 1:02.02 დროში დაფარა. მეორე ცდაზე ქართველმა სპორტსმენმა თავისი დრო რამდენიმე წამით (1:16.91) გააუმჯობესა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის გამარჯვებულს თითქმის 17 წამით ჩამორჩა.

პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი  ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა. ვერცხლის მედალი კი ნორვეგიის წარმომადგენელმა რაგნჰილ მუვინკელმა მოიპოვა, ლიდერთა სამეული კი იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ დაასრულა. 

ქართველმა მოციგავემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

16 თებერვალს წიკლაური მონაწილეობას მიიღებს  ქალთა შორის სლალომში. თბილისის დროით დილის 5 საათზე პირველი დაშვება მოხდება, ხოლო 08:15 საათზე მეორე ცდა, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება.

ფიონგჩანგში ოლიმპიური თამაშების ექვსი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში გერმანიის ნაკრები ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 13 მედალია: 8 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მეორე ადგილზე ნორვეგია (5–7–4), ხოლო მესამეზე – ჰოლანდიის გუნდი (5–4–2).

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ფიონგჩანგში 25 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებებზე სპორტის 15 დისციპლინაში მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება.