ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელი – დაკავებულია ერთი მეწარმე

ბრალდებული საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და აზო-საღებავს „სუდან 1“-ს.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე თბილისში ერთი მეწარმე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საეჭვო წარმოშობის ყველი ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეებს მალავს ასეთი პროდუქტი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში არსებულ ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც  საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, („ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია“), რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.