მორიგი ბანდა საქართველოდან: უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ამ დროისათვის საგამოძიებო ორგანოები არკვევენ, აქვთ თუ არა დაჯგუფების წევრებს მსგავსი დანაშაულები ჩადენილი უკრაინის რეგიონებში.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. კიევის პროკურატურამ დააკავა საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებსაც ეჭვმიტანილად მიიჩნევს ყაჩაღურ თავდასხმებში, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზე.

მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები კვიპროსზე დააკავეს

გამოძიების მონაცემებით, აღნიშნული ბანდა 2017 წლიდან ესხმოდა თავს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდათ. ამ გზით მათ 8 მლნ გრივნაზე მეტი (დაახლოებით 295,7 ათასი აშშ დოლარი) მიითვისეს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად… ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, ნიღბები, რადიოკავშირის  მოწყობილობები, ელიტური სატრანსპორტო საშუალებები, ავტომობილის ადგილობრივი და უცხოური სანომრე ნიშნები, რომლებსაც ისინი დანაშაულის დასაფარად იყენებდნენ“.

ამ დროისათვის საგამოძიებო ორგანოები არკვევენ, აქვთ თუ არა დაჯგუფების წევრებს მსგავსი დანაშაულები ჩადენილი უკრაინის რეგიონებში.

დაკავებულებს თავისუფლების 5-დან 15 წლამდე აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.