თბილისში ყველაზე მომხიბვლელი „მისტერ ვალენტინი 2018“ აირჩიეს

საქართველოში „მისტერ ვალენტინს“ 2009 წლიდან ირჩევენ.
Sputnik

ბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისში მეათე, საიუბილეო მამაკაცთა სილამაზის კონკურსის „მისტერ ვალენტინი 2018"-ის გამარჯვებული გამოვლინდა, კონკურსში 17–25 წლის მამაკაცები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული გახდა 24 წლის გიგა ყორღანაშვილი სიღნაღიდან. ზუსტად მან შეძლო ჟიურის წევრებისა და ქალთა აუდიტორიის მოხიბლვა, ასევე მთავარი პრიზის — ეგვიპტეში მოგზაურობის მოგება.

Победитель конкурса красоты "Мистер Валентин 2018" Гига Корганашвили

როგორც გიგა ყორღანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კონკურში გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა შედეგით კმაყოფილი და ბედნიერია. 

„ვიცე–მისტერ ვალენტინი 2018“ ლევან შენგელია გახდა. 

საქართველომ ვალენტინი აირჩია: როგორ ჩატარდა სილამაზის კონკურსის ფინალი

კონკურსის ფინალი Garden Hall-ის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. კონკურსის ფავორიტებმა სხვადასხვა ნომინაციაში კონკურსის სპონსორებისგან პრიზები მიიღეს. „მისტერ ვალენტინის“ ტიტულისთვის 16 კონკურსანტი იბრძოდა.

„მისტერ ვალენტინი" თბილისში პირველად 2009 წელს ჩატარდა. იდეის ავტორია ცნობილი ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე. მისი თქმით, ეს კონკურსი ქართველი მამაკაცებისთვის აუცილებელი იყო, რათა მათ, ბოლოს და ბოლოს, შეძლონ თავიანთი კომპლექსებისგან გათავისუფლება.

2017 წელს „მისტერ ვალენტინის" გამარჯვებული თსუ-ის სტუდენტი, 24 წლის თორნიკე ძავაშვილი გახდა.