თბილისში ცოლის ცემის ფაქტზე მებაჟე დააკავეს

მესაზღვრე კონტროლიორს მეუღლის ცემის გამო 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის და შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის ცემის ფაქტზე შსს-ს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცოლის მკვლელობისთვის მამაკაცს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოჯახური კონფლიქტი 2018 წლის იანვარი მოხდა. მეუღლის ცემაში ბრალდბული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.