„ვგრძნობდი, რომ ცოტა შეუთავსებელი იყო პოპულარობა, ის ცხოვრების სტილი, რომლითაც მე ვცხოვრობდი და ოჯახი. ამიტომ ველოდებოდი ისეთ ადამიანს, ვინც იქნებოდა არა მარტო მეუღლე, არამედ ჩემი პარტნიორი საქმეში. ღმერთის საჩუქარია, რომ გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, როგორიც არის მამულიჩა“, — ამბობს ცნობილი მომღერალი.
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“ ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური ოჯახის მაგალითია. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი მარიკო ჰყავს. ლელას განცხადებით, წლების განმავლობაში „მამულიჩას“ ბევრი ადამიანის მოგერიება უხდებოდა, რადგან მის მიმართ საზოგადოება ყველგან დიდ ინტერესს იჩენდა.