თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში პროექტ Сharging Eco Space-ის ფარგლებში ენერგიის გამომმუშავებელი ველოსიპედები დაიდგმება, ნათქვამია ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოიმუშავებული ელექტროენერგიის საშუალებით დაიტენება მობილური, ლეპტოპი და სხვა მოწყობილობა. ორი ველოსიპედი ქუთაისის სკვერებში დაიდგმება, მესამე — ასოციაციის ოფისში.
„ამ პროექტით გვინდა ვანახოთ მოსახლეობას ალტერნატიული ენერგიის მაგალითები, რათა მათ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაზე დაფიქრდნენ“, — განაცხადა მეცნიერულ-ინტელექტუალური კლუბ „თაობათა დიალოგის“ გენერალურმა მდივანმა, პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე მარუქაშვილმა.
პროექტი Сharging Eco Space ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის ამაღლებას ემსახურება.