ფოთში „ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ფაქტი ფოთში მიმდინარე წლის 4 თებერვალს მოხდა. „ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც გარკვეული ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" უწყების პრეს-სამსახურში.

ყაჩაღობა ფოთში - შეიარაღებული ნიღბიანები ბენზინგასამართ სადგურში შეიჭრნენ

ყაჩაღობის ფაქტი ფოთში მიმდინარე წლის 4 თებერვალს მოხდა. „ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც გარკვეული ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და ორივე თავდამსხმელი 12 თებერვალს ფოთში დააკავა.

მომხდარ ფაქტზე საქმე 179-ე („ყაჩაღობა") მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.