ანი ჩირაძე: უხერხულად ვარ, თითქოს თავისუფლება შემეზღუდა

მსახიობი ანი ჩირაძე საუბრობს, თუ როგორ მოხვდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“.
Sputnik

„ქეთი დევდარიანს ჰქონდა „ხილვა“ და დამინახა. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი კასტინგი იყო და ბოლოს მე ამიყვანეს. პოპულარობის შემდეგ რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ თავს, თითქოს თავისუფლება შემეზღუდა“, — ამბობს ჩირაძე.

ანი ჩირაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბიზნესმენის ცოლის ჩიკა მეძმარიაშვილის როლს ასრულებს. საზოგადოების მხრიდან მისი პერსონაჟის მიმართ დიდი ინტერესი დღემდე არ ნელდება.