რომელია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი საქართველოში

მაღალმთიანი რეგიონები ყველაზე ნაკლებადაა დასახლებული - დაახლოებით შვიდი ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია თბილისი — ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2,2 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, ნათქვამია მოსახლეობის 2014 წლის აღწერის სტატისტიკურ მონაცემებში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ვებ-გვერდზე.

მეორე ადგილზე მჭიდროდ დასახლების თვალსაზრისით არის აჭარა. იქ ერთ კვადრატულ კილომეტრზე 116 ადამიანი ცხოვრობს.

დემოგრაფიული ვითარება საქართველოში: რა პრესპექტივაზე მეტყველებს სტატისტიკა

შემდეგ მოდის იმერეთი — ერთ კვადრატულ კილომეტრზე 83-ზე მეტი ადამიანი.

ლიდერთა სამეულის შემდეგ მოდის შიდა ქართლი — 77 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე, ქვემო ქართლი — 66 ადამიანი, გურია — 55 ადამიანი.

გურიას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი — 44 ადამიანი, შემდეგ — კახეთი — 28 ადამიანი.

კახეთის შემდეგაა სამცხე-ჯავახეთი — 25 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე; ხოლო მცხეთა-მთიანეთში — 17 ადამიანი.

ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. იქ ერთ-კვადრატულ კილომეტრზე შვიდი ადამიანი ცხოვრობს.