ავიაკატასტროფა მოსკოვთან: დიდი ტრაგედია მთელი ორსკისთვის

პატარა ქალაქ ორსკში ავიაკატასტროფა თითეულ მცხოვრებს შეეხო
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ჟურნალისტები პრაქტიკულად შუაღამემდე მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეეგროვებინათ და თავისი თანამემამულეებისათვის გადაეცათ, იუწყება ორსკიდან „Sputnik-აზერბაიჯანის“ ჟურნალისტი დმიტრი სტაროსტენკო.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვის აეროპორტ „დომოდედოვოდან“ ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან ორ წუთში ავიაკატასტროფა განიცადა.

ავიაკატასტროფა მოსკოვის ოლქში - საქართველოს პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

„ბევრს ახლაც არ სჯერა მომხდარის. ორსკი პატარა ქალაქია, და ეს ტრაგედია თითქმის ყველას შეეხო. ყველა ჩვენგანს აღმოაჩნდა მეგობრები, ნაცნობები, კოლეგები, რომელთა ოჯახებში უბედურება შევიდა“, — საუბრობს დმიტრი.

ჟურნალისტის თქმით, დაღუპულთა სიები საშინელი დაძაბულობის ფონზე იკითხებოდა, რადგან იქ ტკივილამდე ნაცნობი გვარი შეიძლება აღმოჩენილიყო.

„ადამიანების ემოციები აეროპორტში, ყველასი, ვინც თავის ახლობლებს ხვდებოდა, ზღვარს მიღმა იყო, ღმერთმა არავის არგუნოს ასეთი უბედურების მოწმე გახდეს. მაგრამ ეს ჩვენი სამსახურის მოვალეობაა“, — განაცხადა მან.

ორსკის ყველა მცხოვრები და ისინი, ვინც ის დიდი ხნის წინ დატოვა, საერთო უბედურებამ გააერთიანა. ყველგან ტარდება ხსოვნის აქციები, აღნიშნა სტაროსტენკომ.

თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა: ფოტოები Ан-148-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ორსკის მარშრუტით 703-ე რეისს ასრულებდა, „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან კვირას, მოსკოვის დროით 14:21 საათზე გამოფრინდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრებები მოსკოვის ოლქის რამენსკის რაიონში, სოფელ სტეპანოვსკოეს მახლობლად აღმოაჩინეს.

თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა — 65 მგზავრი, მათ შორის სამი ბავშვი, და ეკიპაჟის 6 წევრი.