თბილისის „დინამო“ სეზონისწინა მეორე შეკრებაზე გაემგზავრა

სეზონისწინა შეკრებაზე დინამოელები რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის კლუბებს შეხვდებიან
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ სეზონისწინა მეორე შეკრებაზე ბელეკში (თურქეთი) გაემგზავრა, ნათქვამია დედაქალაქის გუნდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში კახა კაჭარავას აღსაზრდელები ოთხი ტესტ-მატჩის გამართავს გეგმავენ.

თბილისის „დინამოს“ ამხანაგური თამაშების ცხრილი:

თბილისის „დინამომ" ტულის „არსენალს" ტესტ-მატჩში მოუგო

13 თებერვალი – „ნეფტეხიმიკი" (ნიჟნეკამსკი, რუსეთი)

17 თებერვალი – „შახტიორი" (სოლიგორსკი, ბელარუსი)

22 თებერვალი – „შახტიორი" (ყარაღანდა, ყაზახეთი)

25 თებერვალი – „ორდაბასი" (შიმკენტი, ყაზახეთი)

შეკრებაზე თბილისის „დინამოში“ დააკვირდებიან ორ ლეგიონერს (ორივე მცველია) – 24 წლის უკრაინელ სერგეი პეტკოს და 26 წლის ბელორუს ტერენტი ლუცევიჩს.

26 თებერვალს „დინამოელები“ დაბრუნდებიან თბილისში, სადაც გააგრძელებენ მომზადებას 2018 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 2 მარტს დაიწყება.