შექმნილია კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა

მალე ვაქცინას ადამიანებზე გამოცდიან. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი კი არ არის საჭირო, არამედ მხოლოდ ერთი ჩხვლეტა.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მალე ადამიანებზე გამოცდიან ვაქცინას, რომელიც ორგანიზმს კიბოს სიმსივნეების განადგურებას აიძულებს ყველგან, სადაც არ უნდა გაჩნდეს ის. ვაქცინა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს, იუწყება გამოცემა DailyMail.

დამტკიცებულია: პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევს

ყველაზე კარგი ამ გამოგონებაში ისაა, რომ ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი კი არ არის საჭირო, არამედ მხოლოდ ერთი ჩხვლეტა, რომელიც ორგანიზმის დამცავ რეაქციას აღადგენს.

ვაქცინის მოქმედება იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლის გააქტიურებას ეფუძნება. კლინიკურმა ცდებმა თაგვებზე აჩვენა, რომ ვაქცინა ყველაზე მიმალული სიმსივნის განადგურებასაც ეხმარება.

ახლა მეცნიერები ამ უნიკალურ გამოგონებას კიბოთი დაავადებულ ადამიანებზე გამოცდიან.

მეცნიერებაში უკვე ცნობილია ადამიანის იმუნიტეტის სტიმულაციის მეთოდიკა. ზოგიერთი ლოკალურად მოქმედებს და კიბოს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას არ აძლევს; ზოგი კი ორგანიზმიდან იმუნური უჯრედების გამოყვანას გულისხმობს მისი გენეტიკური დამუშავებისთვის.

იაპონიაში გამოიყვანეს ქათმის ჯიში, რომლის კვერცხიც კიბოს განკურნავს

ამ მეთოდებმა კარგი შედეგები აჩვენა, მაგრამ ისინი ძალზე რთულია და ბევრი მძიმე გვერდითი მოვლენა გააჩნია.

მკვლევარების თქმით, ახალ ვაქცინას ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა, იმუნური სისტემის მასტიმულირებელ პრეპარატს. ის შეიძლება ეფექტური იყოს კიბოს ბევრი სახეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ის, ფასის თვალსაზრისით, ბევრად ხელმისაწვდომია.

იმედია, ვაქცინის გამოყენება ადამიანებზე წარმატებით ჩაივლის და მაშინ კიბოს მკურნალობაში მეცნიერება დიდ ნახტომს გააკეთებს.