თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მამაკაცმა ორი სამართალდამცველი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ უესტერვილში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა, როდესაც პოლიციის ორი ოფიცერი საპატრულო მანქანაში 911-დან შესულ ზარს პასუხობდა.
ორივე პლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
თავდასხმის მოტივი და ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი, ამ დრომდე უცნობია.