საქართველოს სკოლებში უმაღლესი კატეგორიის სულ ცხრა პედაგოგია

საქართველოს სკოლებში სულ ცხრა მენტორია და 231 წამყვანი მასწავლებელია
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ზოგადი განათლების დაწესებულების 67 300 პედაგოგიდან მხოლოდ ცხრამ შეძლო მიეღწია მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის უმაღლეს კატეგორიას და მენტორის სტატუსის მიღებას, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქარტველოში მასწავლებელთა ოთხი კატეგორია არსებობს: მასწავლებელი-მენტორი, წამყვანი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი-პრაქტიკოსი. დაწინაურება დამოკიდებულია კრედიტ-ქულებზე, რომლებსაც მასწავლებლები საკუთარი აქტივობებით აგროვებენ. გათვალისწინებულია არა მარტო საგნის პროფესიული ცოდნა, არამედ მოსწავლეებთან ურთიერთობა და ინიციატივა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შვიდი მენტორი სახელმწიფო სკოლაში მუშაობს, ორი — კერძოში.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები იზრდება

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი გააჩნია 231 ადამიანს, უფროსი პედაგოგის — 17 100 —ს, ხოლო მასწავლებელი-პრაქტიკოსი სულ 44 600 ადამიანია.

სკოლის პედაგოგების საერთო რაოდენობიდან 59 000 საჯარო სკოლაში ასწავლის. ამასთან, ზოგიერთი მასწავლებელი პარალელურად საჯარო და კერძო სკოლაში მუშაობს.

პედაგოგების საშუალო ხელფასი დამოკიდებულია კატეგორიაზე: მასწავლებელი მენტორი იღებს 1100 ლარს, წამყვანი მასწავლებელი — 965 ლარს, უფროსი მასწავლებელი — 800 ლარს, ხოლო მასწავლებელი-პრაქტიკოსი — 600 ლარს.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარამდე შეადგენს.