მხედარი, მილიარდი, ვებერთელა, ვინარი... იშვიათი სახელები საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია ბერიძე, მამედოვი, კაპანაძე და ალიევი
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის კი ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.  

ყველაზე მეტი გიორგი (63651) და ნინო (42598) თბილისშია რეგისტრირებული.

პოპულარული სახელების ათეული ასეთია (გვერდზე ამ სახელების მქონე მოქალაეების რაოდენობაა მითითებული):

კაცი:

გიორგი — 191389

დავით — 67418

ალექსანდრე — 41270

ლუკა — 38668

ნიკოლოზ — 36240

ირაკლი  — 35940

ზურაბ — 31607

ლევან — 28341

საბა — 25893

ლაშა — 25357

ქალი: 

ნინო — 115119

მარიამ — 67406

თამარ — 50393

ანა — 47661

მაია — 47349

მარიამი  — 43154

ნანა — 42706

ნათია — 38246

ელენე — 34825

მანანა — 34236

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაში 14 461 ბერიძეა რეგისტრირებული. შემდგ მოდიან მამედოვები (13652), კაპანაძეები (9507) და ალიევები (8927). სიას აგრძელებს გელაშვილი, მაისურაძე, გიორგაძე, ბოლქვაძე, ლომიძე და წიკლაური.

რაც შეეხება იშვიათ სახელებსა და გვარებს:

სახელები:

მილიარდი

ვებერთელა

მხედარი

ვინარი

კუკუშა

ედემი

ფუჩქი

ფიზიკა

პელე

გარინჩა

გვარები:

ავგაროზაშვილი

თერძიშვილი

კბილიანაშვილი

ზეცაშვილი

ზურმუხტაშვილი

კრიჭინაშვილი

ვარვარიძე

სურვილაძე

შავთვალიშვილი

უფროსაშვილი