ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან-პრიზე ვერცხლი მოიგო

კვირას პარიზის გრან-პრის ტატამზე კიდევ 6 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
Sputnik

თბილისი, 11 თებერავლი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან-პრიზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა მოიგო და რიგრიგობით დაამარცხა ანტუან ბეჩარი (კანადა), ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი), იგორ ვანდტკე (გერმანია) და ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა).

ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთში ტურნირზე რვა მედალი მოიპოვეს

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში შავდათუაშვილი კოსოვოელ აკილ გჟაკოვს შეხვდა, რომელმაც ქართველს ვაზარით მოუგო.

შავდათუაშვილისათვის პარიზის გრან-პრის კვარცხლბეკი კარიერაში პირველი გახდა. IJF-ის ეგიდით ქართველ სპორტსმენს მედლები 11-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ საფრანგეთში არცერთხელ.

ტურნირზე მოპოვებულმა მეორე ადგილმა ქართველ ძიუდოისტს 700 სარეიტინგო ქულა მოუტანა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე გადაადგილების შესაძლებლობა მისცა.

პარიზის გრან-პრის დასკვნით დღეს ტატამზე კიდევ 6 ქართველი სპორტსმენი გამოვა: ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი (პრივე — 90 კგ), ლაშა თაველური და ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე — 100 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).