დასახელდა ყველაზე იშვიათი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში

სია ხუთ სფეროს აერთიანებს: საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო და ჰიდროგრაფიული სფეროები.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციების ნუსხა საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებით დაამტკიცა.

სია ხუთ სფეროს აერთიანებს: საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო და ჰიდროგრაფიული სფეროები.

უდიპლომოდ, მაგრამ დასაქმებული - დასახელდა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

საინფორმაციო და პროგრამული უზრულველყოფის სფეროში ყველაზე იშვიათ და მაღალანაზღაურებად პროფესიათა შორის მოხვდა: ანალიტიკოსი, პროგრამისტი, საინფორმაციო სისტემის ანალიტიკოსი, საინფორმაციო სისტემის ინჟინერი, ინფორმაციული და  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს, დეფიციტურ და მაღალანაზღაურებად პროფესიათა სიაში მოხვდა: საგადასახადო აუდიტორი და აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი.

სამოქალაქო ავიაციის სფეროში ასეთი პროფესიებად განისაზღვრა:  მფრინავი/პილოტი/ავიასაწარმოების სერტიფიცირების ზედამხედველობის სპეციალისტი, ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი, ავიატექნიკოსი, SAFA ინსპექტორი, უპილოტო საჰაერო ხომალდების სპეციალისტი და სხვები.

ტექნიკოსებს, რომლებზეც BP-ში დიდი მოთხოვნაა, თბილისში მოამზადებენ

საზღვაო სფეროში იშვიათი და მაღალანაზღაურებადი პროფესიებია — მეზღვაური, გემთმშენებელი და ჰიდროინჟინერი.

ჰიდროგრაფიულ სფეროში კი ასეთ პროფესიათა ნუსხაში მოხვდნენ: საზღვაო კარტოგრაფი, რადიო-ნავიგაციური საშუალებების სპეციალისტი, საზღვაო სინოპტიკოს-მეტეოროლოგი და სხვები.

ამ დადგენილებით განსაზღვრული პირების შრომის ანაზღაურება აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.