თავდასხმა პეკინის სავაჭრო ცენტრში - გარდაცვლილია ქალი და დაჭრილია 12 ადამიანი

დამნაშავე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალბატონი მოკლა და 12 მოქალაქე დაჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი სიდანის რაიონში მოხდა. თავდამსხმელი 35 წლის მამაკაცი იყო. 

სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა აღიარა, რომ სუპერმარკეტში მყოფ მოქალაქეებს განზრახ დაესხა თავს, რადგან ამით „უკმაყოფილების გამოხატვა“ სურდა. რას აპროტესტებს დამნაშავე, ჯერჯერობით უცნობია. 

დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან და ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.