თბილისი, 10 თებერვალი— Sputnik. სამართალდამცველებმა 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია ორი, ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის — ერთი პირი.
ერთ-ერთი დაკავებული პირი მრავლჯერ არის ნასამართლევი.
სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის ორი პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.