თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამსახურის წარმომადგენლებმა საცალო ვაჭრობაში 400 კგ უხარისხო ხორცი აღმოაჩინეს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტების შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის 400 კგ ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
სააგენტოს ინსპექტორებმა ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. მეწარმეს დაევალა საშიში ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.