ბათუმში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

„ოცნების ქალაქის” ბინადრები 1 მარტს აქციის გამართვას აჭარის მთავრობასთან გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ბათუმში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, ექვსი წლის წინ თვითნებურად შესახლებული მოსახლეობა მთავრობისგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვებელი კორპუსების მშენებლობასა და მათთვის ბინების გადაცემას ითხოვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, წლების განმავლობაში ხელისუფლება მათი პირობებითა და პრობლემით არ დაინტერესებულა, დასახლებაში კი თვითნებურად შეჭრილთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.

მათივე განცხადებით, აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. „ოცნების ქალაქის” ბინადრები 1 მარტს აქციის გამართვას აჭარის მთავრობასთან გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ხელვაჩაურში თვითნებურად დასახლებულთა რაოდენობა 2500 ოჯახს აჭარბებს.