თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „სიმეტრია” აწარმოებს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთი ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო („სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა"), რაც ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.