თბილისის მეტროში დაკვამლიანება მოხდა

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მეტროპოლიტენის მგზავრებს ერთ-ერთ სადგურზე დაკვამლიანების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის „მარჯანიშვილის" სადგურზე დაკვამლიანების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, აღნიშნულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.

მოკლე ჩართვა 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის" ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა.

დამნაშავეები დაისჯებიან: ტრაგედია თბილისის მეტროში

„შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი" ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას", — ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისათვის.

დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთლოს ხაზებზეა განთავსებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.