ბუნების კაპრიზი: საჰარაში ისევ თოვს

როგორც ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა TSA წერს, ქვიშის ბარხანებზე ბოლოს მსგავსი ბუნებრივი მოვლენა 30 წლის წინ დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საჰარის უდაბნოში კვლავ მოთოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Daily Express-ზე დაყრდნობით.

ეს უკვე თოვლის მეორე შემთხვევაა საჰარაში და ორივეჯერ ალჟირის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში.

როგორც ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა TSA წერს, ქვიშის ბარხანებზე ბოლოს მსგავსი ბუნებრივი მოვლენა 30 წლის წინ დაფიქსირდა.

​აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში ზაფხულობით სიცხე 37 გრადუსს აღწევს, ხოლო ზამთრობით ნული გრადუსის ფარგლებში მერყეობს.