მთვრალმა კაცმა საყვარლის ხუთი წლის შვილიშვილი მესამე სართულიდან გადმოაგდო

სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვანზე მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლითაა აღძრული.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნიში მთვრალმა მამაკაცმა მესამე სართულიდან ბავშვი გადმოაგდო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შემთხვევა ორი დღის წინ: მანქანის ქვეშ შევარდნილი ბავშვი მძღოლმა ვერც შენიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, მეგობარი ქალის ბინაში მორიგი ღრეობისას 34 წლის ივან ნიკიტინმა საყვარლის 5 წლის შვილიშვილი ფანჯრიდან გარეთ მოისროლა.

შემთხვევის თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსებმა გოგონას სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, ხელის მოტეხილობა დაუდგინეს. ამ დროისათვის ბავშვის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

ნიკიტინმა დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვანზე მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლითაა აღძრული.