საქართველოს დაცული ტერიტორიები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს

მიუხედავად თოვლისა და სიცივისა, საქართველოს ეროვნული პარკების პოპულარობა კვლავ იზრდება.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების მნახველთა რიცხვი 2018 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

იანვარში ნაკრძალებში, აღკვეთილებში, ეროვნულ პარკებში და ა.შ. იმყოფებოდა დაახლოებით 16,5 ათასი ვიზიტორი, აქედან საქართველოს მოქალაქე იყო 54%, ხოლო უცხოელი — 46%.

В Национальном парке столицы Грузии официально открылась туристическая инфраструктура леса Сабадури

ამასთან, დაცულ ტერიტორიებში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 94%-ით, ხოლო ადგილობრივების — 17%-ით.

ტურისტული ბუმი: საქართველოში 14,8%-ით მეტი უცხოელი ჩამოვიდა

ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია აღმოჩნდა თბილისის ეროვნული პარკი, რომელსაც გასულ თვეში 8,4 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია. პოპულარობის მხრივ შემდეგ მოდის ყაზბეგის ეროვნული პარკი — დაახლოებით 2,4 ათასი მნახველი, პრომეთეს მღვიმე — 1,4 ათასზე მეტი, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი — დაახლოებით 900 ადამიანი და სათაფლია — 630-ზე მეტი.

2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს სტუმრები 97 ქვეყნიდან ეწვივნენ. ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

გასულ წელს საქართველოს 7,5 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც 2016 წელთან შედარებით 18,8%-ით მეტია. ყველაზე მეტად ჩვენ ქვეყანას სტუმრობდნენ სომხეთიდან (+14,8%), აზერბაიჯანიდან (+11,2%), რუსეთიდან (+34,1%), თურქეთიდან (-0,8%) და ირანიდან (+118,3%).