საქართველოში ხანძრებმა ერთ წელში 79 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

2017 წლის განმავლობაში საქართველოში 15 ათასზე მეტი ხანძარი მოხდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 39%-ით მეტია.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის განმავლობაში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 61,2%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური "საქსტატი". 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსი მაშველები ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისთვის დააჯილდოვა

საქართველოს ტერიტორიაზე გასულ წელს მთლიანობაში 15 222 ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 39%-ით მეტია.

ხანძრების შედეგად სიკვდილიანობის ზრდის ფონზე შემცირდა ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. 2017 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 224 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2016 წელს — 249.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად განადგურებულ შენობებს, 2017 წელს მათი რაოდენობა 543 იყო, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია. 2016 წელს ხანძარმა 468 შენობა გაანადგურა.

2017 წლის ზაფხულში საქართველოს ხანძრების სერია მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან მომხდარი ტყის ხანძარი აღმოჩნდა, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სიტუაციას მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა.