პარიზში ეიფელის კოშკი დაიკეტა - მიზეზად უამინდობა სახელდება

საფრანგეთის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა, წვრილად თოვს. სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა ოთხშაბათს შეწყდება.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პარიზის მთავარი ღირსშესანიშაობა ეიფელის კოშკი, უამინდობის გამო, მნახველებისთვის დაიკეტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მონუმენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაყრდნობით.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„მეტეოროლოგიური პირობების გამო ეიფელის კოშკი ამ დროისათვის დაკეტილია. კოშკზე მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც [კოშკზე განთავსებულ] რესტორანში ვახშამი აქვთ დაჯავშნილი“.

საფრანგეთის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა, წვრილად თოვს. სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა ოთხშაბათს შეწყდება.